ვინ უდარაჯებს დარაჯებს

როგორ ითვლება კორუფციის აღქმის ინდექსი

მარიამ ნიკურაძე

 http://transparensy.ge

არასამთავრობო ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობა(Transparency International) მსოფლიო ბანკის ყოფილმა დირექტორმა, პეტრე ანჰეიმმა, 1993 წელს დაარსა ბერლინში. ორგანიზაცია 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ქვეყნებში კორუფციის აღქმის ინდექს (Corruption Perceptions Index). ინდექსი დღეისათვის 180-მდე ქვეყანას აფასებს და შედეგებზე დაყრდნობით გამოავლენსგამარჯვებულსადადამარცხებულს”. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” შედეგების დათვლისას 10 სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ 13 განსხვავებულ კვლევას ეყრდნობა. თითოეულ წყაროს თავისი შეფასების სისტემა აქვს და საერთაშორისო გამჭვირვალობა ცდილობს, ამ განსხვავებული და მრავალფეროვანი მასალის საფუძველზე საკუთარი დასკვნები და ანალიზი გააკეთოს.

ამგვარი მიდგომა ექსპერტების კრიტიკას იწვევს “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიმართ. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სიები არასანდოა და ორგანიზაციის მეთოდები არ არის სწორად შემუშავებული იმისათვის, რომ მოხდეს მონაცემთა გაერთიანება.

“ვერ ვიჯერებ, რომ სამხრეთ აფრიკა იტალიას და საბერძნეთს უსწრებს. მგონი, სამხრეთ აფრიკის მთავრობამ ფული გადაუხადა ვიღაცას რომ კარგი შედეგები ჰქონოდა. ქვეყანა  ძალიან, ძალიან კორუმპირებულია.” – წერს kritikosi იან გარდნერი საერთაშორისო გამჭვირვალობის ბლოგზე.

“თქვენ ძალიან მაღალი ქულა მიეცით აშშ-ს. მილიარდობით დოლარი გაიფლანგა ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში, რომელიც თქვენ არ გაგითვალისწინებიათ” – წერს პროფესორი ჰენრი ბენერი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, ამავე ბლოგზე. კომენტარების გარჩევა ჩვენი მიზანი არ არის, თუმცა ორივე ნათლად მიუთიუთებს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც კორუფციის აღქმის ინდექსს ახასიათებს.

სიტყვა “კორუფციის” ზუსტი განმარტება არ არსებობს. სხვადასხვა კვლევeბში ეს სიტყვა შეიძლება, გულისხმობდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ბიზნესის გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და სხვა.

მსოფლიო ბანკმა საერთო მნიშვნელობის შექმნა სცადა და კორუფციად მოიხსენია: “საზოგადოებრივი სამსახურის ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლისთვის”. თუმცა ეს ტერმინი ფართოდ გაზიარებული დღემდე არ არის.

რამდენად შესაძლებელია,  შეუთანხმებელი ტერმინი რეიტინგის შედგენის საფუძველი გახდეს მაშინ, როცა ბევრი რამ, რაც ერთ ქვეყანაში ლეგალურია, სხვა ქვეყანაში არალეგალურია?

კვლევას სხვა პრობლემაც აქვს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის გამჭვირვალობის ინდექსს სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით ადგენს. რამდენად სანდოა ეს ინდექსი თუკი, მაგალითად, მსოფლიო ბანკი ზომავს კორუფციის დონეს საჯარო და კერძო სექტორებში ექსპერტებისა კვლევებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობა კი მხოლოდ საჯარო სექტორში, მხოლოდ ექსპერტთა კვლევებზე დაყრდნობით.

13 წყაროდან, რომელიც საფუძვლად უდევს კვლევას ნაწილი საერთოდ არ ზომავს კონკრეტულად კორუფციის დონეს. მაგალითად, ერთ-ერთ წყაროდ გამოყენებული მსოფლიო ბანკის კვლევა 16 კრიტერიუმის მიხედვით სწავლობს ქვეყნებს და აქიდან მხოლოდ ერთი კრიტერიუმი ეხება კორუფციას. Merchant International Group ( http://www.merchantinternational.com/ ) იკვლევს ბიზნესის რისკების დონეს 10 კრიტერიუმის მიხედვით, აქიდან მხოლოდ ერთი ეხება კორუფციას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” იღებს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ Aშედგენილ მონაცემებს და მათემატიკური ანალიზის გამოყენებით ამუშავებს მას. “საერთაშორისო გამჭვირვალობას” სხვა მეთოდოლოგია არ აქვს. მათემატიკური დაჯამება ერთადერთია, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის მეთოდოლოგიას.

 

ის არ იყენებს არც ეკონომიკურ და არც სახელმწიფოს ანალიზის სპეციალურ მოდელებს, რომელიც საშუალებას იძლევა, მოიძებნოს კორუფციის გავლენის ფაქტორები რიცხვებზე დაყრდნობით. კრიტიკოსების თქმით,  როგორც ჩანს, მას საერთოდ არ სჭირდება ეს მოდელები.  მეთოდოლოგიაში არსად არის ნახსენები არც მოდელები და არც რამე მსგავსი თეორიები. არის მხოლოდ მონაცემებით მანიპულაცია. (On the Quality of Information from Transparency International – Vladimir Baranov, Ph.D.,Viktor Dvurechenskikh, Ph.D.)

კრიტიკოსები კითხვარების შედგენის მეთოდს და გამოკითხვის ფორმასაც აკრიტიკებენ და მიუთითებენ, რომ რესპოდენტისთვის რთულია კითხვებზე პასუხის გაცემა. შეუძლებელია იმის გაგება, რას გულისხმობენ რესპონდენტები თავის პასუხში. ისინი იბნევიან ისეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, როგორიცაა, მაგალითად: “შეაფასეთ კორუფციის ხარისხი ქვეყანაში იქს-რიცხვიდან იგრეკამდე”. ამასთან, არანაირ მინიშნებას, ახსნა-განმარტებას არ აძლევენ რესპონდენტებს. გასათვალისწინებელია ენის პრობლემაც – კითხვარების თარგმანი შეიძლება, არაზუსტი და განსხვავებული აღმოჩნდეს სხვადასხვა ენაზე თარგმნისას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”, მიუხედავად კრიტიკისა, საკუთარ კვლევას პოზიტიურ ნაბიჯად თვლის. ბევრი სახელმწიფო ითვალისწინებს შედეგებს და ცდილობს, გაააქტიუროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა კონკრეტულ ნაბიჯებზე არ მიუთითებს, რომელიც გამოასწორებდა კორუფციის პრობლემას, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მნიშვნელოვანი ინტრუმენტია, რაც მთავრობას უბიძგებს თვითონ ეძებოს პრობლემები და იფიქროს მათ მოგვარებაზე. სხვაგვარად მოტივაცია შესაძლოა, საერთოდ არ hქონოდათ ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობის ჩასატარებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის მონაცემებით, საქართველო 178 ქვეყანას შორის, რიგით 68-ე ადგილზეა. 10 ქულიდან 3.8 ქულა მიაკუთვნეს. 2009 წელთან შედარებით მონაცემები გაუარესდა. ერთი წლის წინ ქვეყანამ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა.

Leave a comment