July 11, 2011

სამი წლის შემდეგ

მარიამ ნიკურაძე

ელენე ხაჭაპურიძე

სოფელი კარალეთი დღესდღეობით არ ჰგავს იმ ადგილს, რომელიც სამი წლის წინ დაიბომბა. აქ ბევრი ოჯახი დაზარალდა. მათთვის დღემდე აქტუალურია ომის მიერ მიყენებული ზიანი. ზოგ მათგანს დახმარების მიღების იმედი გადაეწურა, ზოგი კი სხვადასხვა გზას ეძებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, სახელმწიფო  ყველა დაზარებულ ოჯახს ნაწილობრივ დაეხმარა: ჩაუსვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, კედლები გაულესა და ა.შ. ყოველივე ეს არ აღმოჩნდა საკმარისი როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. Continue reading

July 11, 2011

რესპონდენტი – სექსოლოგი

მარიამ ნიკურაძე

გადავწყვიტეთ, დაგვწერა სტატია ორ პრობლემაზე:

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზოგიერთი მამაკაცის პედოფილური ქცევების შესახებ;
2. საჯარო ადგილებში ისევ ზოგიერთი მამაკაცის მიერ საკუთარი სასქესო ორგანოს საჯაროდ დემონსტრირების შესახებ. :დ

დავწერეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. დავურეკეთ პირველ რესპონდენტს, რომელმაც მეორესტან გადაგვამისამართა. ხოდა აი, ამ მეორე რესპონდენტთან ვიზიტზე მოვყვები.

4 საათია. საშინლად ცხელა. ვერაფრით ვერ ვაგნებთ კლინიკას და წინ და უკან დავდივართ ქუჩაზე. კითხვებს “ვაშალაშინებ”, რომ სერიოზული და კონკრეტული იყოს. როგორც იქნა, მივაღწიეთ.

Continue reading

July 11, 2011

უპატრონო ძაღლებს თბილისში თავშესაფარი აღარ აქვთ

მარგალიტა ჯაფარიძე

ელენე ხაჭაპურიძე

მიკის პატრონი არ ჰყავს. ერთი წელია, რაც მას ნუცუბის ფერდობზე მდებარე ცხასართულიანი კორპუსის მოსახელობა უვლის. გიორგიც ამ კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელია და, მეზობლების ნაწილისგან განსხვავებით, არ სურს, ის უპატრონო ძაღლებზე პასუხისმგებელ სამსახურს გააატანოს. ძაღლის ეზოში ყოფნას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე – მოწინააღმდეგე. გიორგის თქმით, ძაღლი მეზობლებმა აცრეს და ადამიანებისთვის სახიფათო არ არის: „ერთი კვირის წინ დასისხლიანებული მოვიდა, ვერ გავიგეთ, რა დაემართა, ცალი თვალით დაბრმავებულია, წამლებს ვაწვეთებთ, ვუწმენდთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ აქვს. ძაღლის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ“. Continue reading

July 11, 2011

სამუშაოს მაძიებლები, როგორც ინტერნეტ დიასახლისები

თიკო ცერცვაძე

მარგალიტა ჯაფარიძე

ოცი წლის ხატია ინტერნეტით სამუშაოს ყოველ დღე ეძებს. მისთვის ვირტუალური სივრცე სამსახურის მოძებნის ერთ-ერთი რეალური გზაა, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში არც ესაა იოლი.

„გამოცხადებული ვაკანსია ხშირად მხოლოდ სარეკლამო აქციაა, ან უბრალოდ აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულება. CV–ს უამრავ მისამართზე ვაგზავნი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოსა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაშიც, რადგანაც უშუალოდ ჩემს პროფესიასთან, ანუ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული ვაკანსიები იშვიათობაა. ზოგჯერ დამქირავებლის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებ“, – ამბობს ხატია.

Continue reading

July 7, 2011

Yellow bus story

მარიამ ნიკურაძე

თბილისში, ალბათ, თითოეული მგზავრობა ყვითელი ავტობუსით ცალკე ისტორიაა.. ხშირად განსაკუთრებული არაფერი ხდება; უბრალოდ, წვრილმანები გართობს და გახალისებს ხოლმე.

სიცივის ან სიცხის მიუხედავად, არასდროს მოვდივარ უნივერსიტეტიდან სახლში პირდაპირ ავტობუსით, რადგანაც პირველ კორპუსთან 88 ნომერი ავტობუსი გადაჭედილი მოდის. მხოლოდ ამიტომაც არა, კოლმეურნეობის მოედნამდე ფეხით ჩასვლა რიტუალად მექცა.

დღეს წვიმს. მაინც ფეხით წავედი, ოღონდაც თავისუფლების მოედნის გაჩერებაზე გადავწყვიტე, რომ, კიდევ თუ გავაგრძელებდი სიარულს, ჩემს ნახევრად სველ ნაჭრის კურტკას  მშრალი ადგილი აღარ შერჩებოდა, ხოდა გავჩერდი. ცუდი გადაწყვეტილოება იყო. წვიმს-თქო. ამიტომაც ყველა ავტობუსში ეხვეტება ერთი გაჩერების გავლისთვისაც კი.

Continue reading

July 7, 2011

სოციალური თერაპიის სახლიდან

მარიამ ნიკურაძე

თიკო ცერცვაძე

„სამყარო, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ,

სადაც პატივს სცემენ და იცავენ ერთამენთს,

სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან“

„კავშირი ადამინებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.

ამ ოჯახს 47 წევრი ჰყავს. საღამოს 5-ის ნახევარზე მიდიან და სახლში დილას 10-ის ნახევარზე ბრუნდებიან. ყველას თავისი ჰობი აქვს, განსაკუთრებული უნარი ან უბრალოდ საყვარელი საქმე, რომელიც ეხერხებათ და სიამოვნებით აკეთებენ. ამის მიხედვით, სახლში რამენიმე სახელოსნოა: კრეატიული სახელოსნო, საქსოვი, სადურგლო და სხვა.

Continue reading

July 7, 2011

“საათივით აწყობილი“ წარსული

მარგო ჯაფარიძე

სახლის წინ ჯიხური დგას, ჯიხურთან – წითელი მანქანა, მანქანაში ახალგორელი გათენაშვილი ზის. მეუბნება, რომ ზურაბი შინ არ არის, შემდეგ საკუთარ ტყუილზე ეღიმება და სახლში გვპატიჟებს.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეძლებულ ოჯახს თუ იკითხავთ, მეცხრე რიგის მეშვიდე სახლზე მიგითითებენ. აქ ზურაბ გათენაშვილი სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

Continue reading

July 7, 2011

აურზაური „აგვისტოს 5 დღის“ გამო

ანუ უნდა გავაკრიტიკოთ თუ არა საჯაროდ საქართველოს პროპაგანდირებისთის შექმნილი ფილმი?

თიკო ცერცვაძე

ელენე ხაჭაპურიძე

„თეთრ სამკლავურიანს და შავ ნიღბიან ხალხს თუ დაინახავ, დაივიწყე ფოტოების გადაღება, არც კი ეცადო, დაიმალო, შენ უკანმოუხედავად გარბიხარ!“ – ასე აფრთხილებს კაპიტანი რეზო ავალიანი ჟურნალისტ თომას ანდერსის ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ – კინოსურათში, რომელიც პირველი ქართულ-ჰოლივიდური პროექტია და რომელმაც ქართულ-რუსული ომის შესახებ მთელს მსოფლიოს უნდა მოუყვეს.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის დღიდან მას ქართველი კინოკრიტიკოსების მხრიდან რეზონანსი მოჰყვა. უფრო ფართო განსჯის საგანი კი გოგი გვახარიას კრიტიკული რეცენზია იქცა, რომელიც შემდეგ რუსებმა რუსულად თარგმნეს და საიტზე „ინოსმი.რუ“-ზე განათავსეს. Continue reading

July 7, 2011

ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ

მარგო ჯაფარიძე
დავით გორგილაძე

თბილისში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. თუკი გასულ წელს უფასო ვაქცინაციის პროგრამა თბილისში მცხოვრები 13 წლის გოგონებისთვის იყო გათვალისწინებული, წელს პროგრამის მოცულობა გაიზარდა და მასში თბილისის მკვიდრი ყველა ის 11-13 წლის გოგონა მოხვდება, ვინც ამას მოისურვებს.

დადგენილია, რომ პაპილომა ვირუსი (HPV) საშვილოსნოსყელის კიბოს გამომწვევი მთავარიო მიზეზია. გამოკვლევა ამის შესახებ გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა ჩაატარა და ამისთვის 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

Continue reading

July 7, 2011

აქ ეწევიან!

დავით გორგილაძე

დედაჩემი: მამაშენი აუცილებლად მოგკლავს ეს რომ გააკეთო.

მე: მამაჩემი აუცილებლად მომკლავს ეს რომ გავაკეთო, უსივდილოდ მომკლავს, ვერ გადავურჩები, არ არსებობს. არა, კი არ მომკლავს, უფრო სწორად როგორ არ მომკლავს, მაგრამ სანამ მომკლავს ჯერ ტყავს გამაძრობს, ნელ-ნელა, აუღელვებლად და აუჩქარებლად. ვინ იცის იქნებ მარილიც შემომაყაროს?! – ვფიქრობდი.

Continue reading