Archive for July 11th, 2011

July 11, 2011

სამი წლის შემდეგ

მარიამ ნიკურაძე

ელენე ხაჭაპურიძე

სოფელი კარალეთი დღესდღეობით არ ჰგავს იმ ადგილს, რომელიც სამი წლის წინ დაიბომბა. აქ ბევრი ოჯახი დაზარალდა. მათთვის დღემდე აქტუალურია ომის მიერ მიყენებული ზიანი. ზოგ მათგანს დახმარების მიღების იმედი გადაეწურა, ზოგი კი სხვადასხვა გზას ეძებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, სახელმწიფო  ყველა დაზარებულ ოჯახს ნაწილობრივ დაეხმარა: ჩაუსვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, კედლები გაულესა და ა.შ. ყოველივე ეს არ აღმოჩნდა საკმარისი როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

read more »

July 11, 2011

რესპონდენტი – სექსოლოგი

მარიამ ნიკურაძე

გადავწყვიტეთ, დაგვწერა სტატია ორ პრობლემაზე:

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზოგიერთი მამაკაცის პედოფილური ქცევების შესახებ;
2. საჯარო ადგილებში ისევ ზოგიერთი მამაკაცის მიერ საკუთარი სასქესო ორგანოს საჯაროდ დემონსტრირების შესახებ. :დ

დავწერეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. დავურეკეთ პირველ რესპონდენტს, რომელმაც მეორესტან გადაგვამისამართა. ხოდა აი, ამ მეორე რესპონდენტთან ვიზიტზე მოვყვები.

4 საათია. საშინლად ცხელა. ვერაფრით ვერ ვაგნებთ კლინიკას და წინ და უკან დავდივართ ქუჩაზე. კითხვებს “ვაშალაშინებ”, რომ სერიოზული და კონკრეტული იყოს. როგორც იქნა, მივაღწიეთ.

read more »

July 11, 2011

უპატრონო ძაღლებს თბილისში თავშესაფარი აღარ აქვთ

მარგალიტა ჯაფარიძე

ელენე ხაჭაპურიძე

მიკის პატრონი არ ჰყავს. ერთი წელია, რაც მას ნუცუბის ფერდობზე მდებარე ცხასართულიანი კორპუსის მოსახელობა უვლის. გიორგიც ამ კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელია და, მეზობლების ნაწილისგან განსხვავებით, არ სურს, ის უპატრონო ძაღლებზე პასუხისმგებელ სამსახურს გააატანოს. ძაღლის ეზოში ყოფნას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე – მოწინააღმდეგე. გიორგის თქმით, ძაღლი მეზობლებმა აცრეს და ადამიანებისთვის სახიფათო არ არის: „ერთი კვირის წინ დასისხლიანებული მოვიდა, ვერ გავიგეთ, რა დაემართა, ცალი თვალით დაბრმავებულია, წამლებს ვაწვეთებთ, ვუწმენდთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ აქვს. ძაღლის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ“.

read more »

July 11, 2011

სამუშაოს მაძიებლები, როგორც ინტერნეტ დიასახლისები

თიკო ცერცვაძე

მარგალიტა ჯაფარიძე

ოცი წლის ხატია ინტერნეტით სამუშაოს ყოველ დღე ეძებს. მისთვის ვირტუალური სივრცე სამსახურის მოძებნის ერთ-ერთი რეალური გზაა, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში არც ესაა იოლი.

„გამოცხადებული ვაკანსია ხშირად მხოლოდ სარეკლამო აქციაა, ან უბრალოდ აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულება. CV–ს უამრავ მისამართზე ვაგზავნი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოსა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაშიც, რადგანაც უშუალოდ ჩემს პროფესიასთან, ანუ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული ვაკანსიები იშვიათობაა. ზოგჯერ დამქირავებლის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებ“, – ამბობს ხატია.

read more »