რესპონდენტი – სექსოლოგი

მარიამ ნიკურაძე

გადავწყვიტეთ, დაგვწერა სტატია ორ პრობლემაზე:

1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზოგიერთი მამაკაცის პედოფილური ქცევების შესახებ;
2. საჯარო ადგილებში ისევ ზოგიერთი მამაკაცის მიერ საკუთარი სასქესო ორგანოს საჯაროდ დემონსტრირების შესახებ. :დ

დავწერეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. დავურეკეთ პირველ რესპონდენტს, რომელმაც მეორესტან გადაგვამისამართა. ხოდა აი, ამ მეორე რესპონდენტთან ვიზიტზე მოვყვები.

4 საათია. საშინლად ცხელა. ვერაფრით ვერ ვაგნებთ კლინიკას და წინ და უკან დავდივართ ქუჩაზე. კითხვებს “ვაშალაშინებ”, რომ სერიოზული და კონკრეტული იყოს. როგორც იქნა, მივაღწიეთ.

შევაღე კარი და ჰოლში ტახტზე ორი “ვისილჩაკი” კაცი ზის და რაღაცაზე იცინის. ცოტა პუტკუნა და თითქმის მელოტმა გადმოგვხედა და გვკითხა, ვის ვეძებდით. ვუთხარით სახელი და თემა, რაზეც უნდა გვესაუბრა. სანამ მოვა, აქ დასხედითო. ტახტის წინ ერთი სკამი იდგა, შემოსასვლელი კარის გვერდზე. ამ სკამის გვერდით კიბეზე ეკლესიის მაკეტი იდო, იმის გვერდით ჩასასვლელი კიბე. ჰოლიდან სამ კაბინეტში იყო გასასვლელი. სამივეს კარი ღიაა და სამივეგან ვიღაც კომპიუტერთან ზის სერიოზული სახით. მეორე სკამი ოთახიდან უნდა გამომეტანა. ვერაფრით მივაგენი სკამს, რომელიც ცხვირწინ მედო. მერე ვერაფრით მოვუძებნე ადგილი, სადაც უნდა დამედგა. დამცინეს, იცინეს. როგორც იქნა, დავსხედით. მეორე კაცი თავის კაბინეტში გავიდა. მოკლედ, თითქოს მარტო დავრჩით.

– ახლა კარგად მომიყევით, რა თემაზე წერთ!
– ოღონდ არ გაგეცინოთ, მართლა სერიოზულად ვწერთ! – ზრდილობიანად ვუთხარი, ზედმეტად ხუმარა ჩანდა და რომ არ დავეცინეთ.

რა სისულელეაო. მოვყევი თემის არსს, ერთი-ორ შემთხვევას და შეძლებისდაგვარად ფოკუსიც ავუხსენით. ჯერ გვისმენდა. თეთრხალათიან ქალბატონს დაუძახა, რომ ჩვენთვის ყავა მოედუღებინა (სასტიკად ცხელოდა). ისე არ გაგიშვებთო. მერე მოჰყვა კრიტიკას:

– თქვენ უკვე იფუჭებთ კარიერას. ცხოვრებას. ამას ყოველთვის ამოგიქექავენ და ვეღარსად ვერ იმუშავებთ. ჯერ არ დაგიწყიათ ჟურნალისტობა და უკვე დევიანტურ ქცევებზე წერთ, თანაც როგორზე. იცით, რაზე დაწერეთ, აი, თქვენივე ძმებზე, ჟურნალისტებზე. ტელევიზიით ჰომოსექსუალებს კაი ტიპებად რო წარმოაჩენენ, როგორი ნიჭიერები არიან და რა კარგია, ჰომოსექსუალობა. კარგს რომ წერთ, ისიც დაწერეთ, რა პრობლემები აქვთ ასეთ მამაკაცებს. მაგალითად, უნებლიე გაზების გამოყოფა…

აგრძელებს, პროფესიული ენით სისასტიკეებს ამბობს. ელენე მანიშნებს, დიქტოფონი ამოვიღო და ჩავრთო. ისევ ზრდილობიანად ვეკითხები, თუ შეიძლება, რომ ჩავწერო.

– ააარა, რას ამბობთ. მოვა თქვენი რესპონდენტი და ის ჩაწერეთ, მე რა შუაში ვარ. მე ისე გელაპარაკებით ახლა. გარიგებთ.

თურმე რად მინდა ჩაწერა. განვაგრძობ.

– ხოდა ჩემი შვილი რომ უყურებს ტელევიზორს და რომ მოწონს ეს ჰომოსექსუალობა, ისიც ხომ უნდა უთხრა, რა უარყოფითი მხარეები აქვს ამ ყველაფერს. აი, ეს არის. ის, ვინც თქვენ გამოგგზავნათ და გითხრათ, ეს თემა დაწერეთო, აი მაგათ უნდათ ამ ხალხის ცნობიერების შეცვლა, გა**ევებენ ეგენი. 😐

ვუხსნით ახლაც და მთელი იქ ყოფნის განმავლობაშიც, რომ თემა ჩვენი სურვილით ავარჩიეთ. არ იჯერებს.

– რაში გაინტერესებთ ეს კაცები, კაცო. იდგნენ და აჩვინონ რაც უნდათ, ვისაც უნდათ, საჯაროდ. ვის რას უშავებენ. შეხედე, გაიარე და წადი, რას გიზამს.

მეორე წამს:

– აი, იმაზე უნდა დაწეროთ ეგერ მთავრობამ საჯარო კოცნაობის აქცია რომ მოაწყო. აბა, რა არის ეგ?

მერე ბლიც-შეკითხვები დაგვაყარა: საიდან ხართ, სად სწავლობთ და ა.შ.

– მითუმეტეს. ქმარი ან ბოიFრენდი გყავთ? ხოდა რომ გათხოვდებით, მერე დაწერეთ ამ თემებზე. ახლა გითხარით, რაც უნდა ქნათ. მესმის, არავინ მოგცემთ უფლებას, მაგრამ ეგრეა. აბა, როგორ გინდა, შენი მთავრობის და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ თუ არ წახვედი, მაშინ იმათ მონად უნდა იქცე. მერე მეორეც, თქვენ, ჟურნალისტები, ინფორმაციის მისაღებად ვინმეს უნდა დაუწვეთ 😐 . იცით ორი ყველაზე ძველი პროფესია რა არის?

– მეძავი და?

– მეძავი და ჟურნალისტი. ეს შემთხვევითი კი არ არის? აბა, დაფიქრდით. თქვენ გინდათ, არ გინდათ, ინფორმაციისთვის ვიღაცას უწვებით და ჩვენ პირიქით. გვაქვს არჩევანი, მეტიც, ჩვენ აკრძალულიც კი გვაქვს, პაციენტთან სექსუალური ურთიერთობა.

ტელეფონი ურეკავს:

” ვაახ, როგორ ხარ, როგორაა საქმეები. мастурбируешь? это нормально, женщина есть? если да, раз в неделю можно, а если нету, то каждый день можешь. ჰაჰაა. კაი, და რაზე დარეკე, ისე მომიკითხე? შენ გენაცვალე, გამოიარე, როცა გინდა. არა რა ჩაწერა, პირდაპირ მოდი, კაცო. აბა, ჰე.”

– ხოდა რას გეუბნებოდით. საერთოდაც, იცით ჩემი ერთი საათი რა ღირს? ჟურნალისტები ჯერ წინასწარ ეწერებიან, რეკავენ და მერე კიდე ათას ბოდიშს მიხდიან, კომენტარი რომ მივცე. მაგრამ რახან მოხვედით, თან კაი ტიპები ხართ, смешленные, с юмором. მიხვდით, ალბათ, უკვე, რომ მე ვარ ის თქვენი რესპონდენტი.

ვიღაც მეტად მაღალი სექსუალური ქალი შემოვიდა, მკვეთრი მაკიაჟით და წითელი მკაცრი ჩაცმულობით. გვერდზე ოთახში შევიდა.

– щас приду, мозги вправлю. – ეგონა, რუსული არ ვიცოდით. გამეცინა. სახე შეეცვალა.

– არა, არა, ეს თქვენზე კი არ ვამბობ, იმათზე ვამბობ, ვინც გამოგგზავნათ. – აბა, რა.

ყავა მოგვიტანეს. ცხელი. ასეთ ყავას ვერსად დალევთო. არც არაფერი მიფიქრია, ელენემ კიდე გარეთ გამიმხილა, ვიფიქრე, რამე ჩაგვიყარა და ძლივს დავლიე, თანაც შენ გიყურებდი, როდის დალევდიო. საშინლად ცხელი.

– სანამ ყავას სვამთ, გესაუბრებით კიდევ და მერე მოვრჩეთ.

განაგრძო ლაპარაკი. სტერეოტიპულად დაგვიხატა ჩვენი მომავალი ცხოვრება. დაოჯახებასაც მიადგა. ვერ მოვითმინე და განვუცხადე, არ ვაპირებთ გათხოვებას-თქო. ელენე თვალებს მიბრიალებს, რა გინდოდაო. და მართლაც. ახლა სხვა გზით წავიდა. ახალი რჩევა-დარიგებების ტალღა.. ისევ თემას დაუბრუნდა.

– რას გადაეკიდეთ მართლა ამ კაცებს, რას გიშავებენ, მაინც არ მესმის.

ვუხსნი, რომ ჩვენი ძირითადი კუთხე ავტობუსში მომხდარი შემთხვევებია. რა მდგომარეობაში არიან ბავშვები და ა.შ.

– ოჰო, ხო.. პედპფილია? ვერაფერს იტყვი. ეგ მართლაც სერიოზული თემაა. მაგრამ მაგას არავინ წაიკითხავს. აბა, ვინ წაიკითხავს მაგას? მე გეუბნებით, დაწერეთ, რაც გითარით. შეიძლება, სამსახურიდან გაგაგდონ იმათ წინააღმდეგ თუ წახვალთ და დაწერთ, მაგრამ სამაგიეროდ კეთილ საქმეს გააკეთებთ. მერე კი მოგიწევთ საერთოდ ჟურნალისტიკიდან წასვლა.

მერე ცოტა ხნით სიტყვა ჩვენ გადმოგვეცა. სადაურები ვიყავით. ვის უჭერდნენ მხარს ჩვენს მხარეში, ბურჯანაძეს თუ მგონი, მიშას, თუ ვიღაც ოპოზიციონერს. აქ ინტელექტი და ნაკითხობა ჩარია და ჩვენს ცოდნასაც შეურაცხყოფა მიაყენა. ისე, თავისებურად, სიცილ-ხარხარში.

ამ ჩვენს დაცინვდა დამცირებას სამი კაბინეტიდან სამი ადამიანი უყურებს და კიდევ ქალი, რომელმაც ყავა მოგვიტანა. ზოგი იცინის, ზოგი “ვაჟნად” ზის, “აბა-რა- გამომეტყველებით”. ჩვენ ვერც მივდივართ და თან ღიმილს ვერ ვიშორებთ სახიდან. ყბები ამტკივდა.

რაღა მოვყვე. საათნახევარს გაგრძელდა “ინტერვიუ”. ყველა წინადადებაში საოცრებებს ვპოულობდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი გარეთ.

მიგვყავს დიალოგი ბოლოსკენ. ელენეს ყავა გადაესხა. ჩემი ბლოკნოტიც დაუვარდა. სამართლიანად ვიცინი, ღიმილს ვიშორებ. იმასაც მეტი რა უნდოდა, ნერვიულობსო – გული იჯერა. ქალბატონს ჭიქა მივაწოდე.

საუბარს რომ მორჩა, კითხულობს:

– ჰე, რა ქენი, ხომ კარგად ჩაიწერე ყველაფერი?

გათიშულ დიქტოფონს ვაჩვენებ.

– ეგ არაფერი. ჩემი ტელეფონი ხომ ისმინება, ხოდა მიდით მერაბიშვილთან და ინტერვიუც იქ დაგხვდებათ!

ერთი ორი დამრგებლური ფრაზა მამობრივი ტონით და გავედით.

დედლაინი გქონდა. ამ თემაზე ვეღარ დავწერეთ. სამაგიეროდ, ინტერვიუ შეგვრჩა. ოღონდ მერაბიშვილთან არ გვიძებნია. ამას რა დაგვავიწყებდა.

ყველაზე ექსტრაორდინალურ რესპონდენტთა სიას შეემატა ჩვენთვის.

Leave a comment