July 7, 2011

ეკონომიური ენერგიის ალტერნატიული წყარო

ბიოგაზის დანადგარი საქართველოში

მარიამ ნიკურაძე

თიკო ცერცვაძე

საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი, თუმცა ჯერჯერობით თითქმის არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.  საქართველოსათვის  შედარებით  ახალი  პრაქტიკაა  მეცხოველეობის  ნარჩენების  გადამუშავება  და  მისგან  ბიოგაზის  წარმოება. შექმნილია და განხორციელებულია 400-ზე მეტი ბიოდანადგარი.

 ყოველწლიურად საქართველოში 4,4 მლნ. ტონამდე სხვადასხვა სახის ბიომასა გროვდება, რომლის ენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 12,5 მლნ კვტ.სთ-ს წელიწადში და ამ პოტენციალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყენება ენერგიის მისაღებად.

  Continue reading

July 7, 2011

მინდვრიდან მაგიდამდე

მარგალიტა ჯაფარიძე

დავით გორგილაძე

ხილის კანფეტი „ჩუპა–ჩუპსი“, რომლის ძირითადი მომხმარებელები ბავშვები და ახალგაზრდები არიან,  E 330–სა და   E 270 ხელოვნურ დანამატს შეიცავს, რომელთაგან პირველი ჯანმრთელობისათვის საშიშ დანამატადაა ცნობილი, ხოლო მეორე – კიბოს გამომწვევად.   E 330 პროდუქტს დამჟავებისა და ფერის შეცვლისაგან იცავს, ხოლო – E 270 პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს. Continue reading

July 7, 2011

მოაშორეთ „The”, იყოს უბრალოდ „Facebook”, ასე უფრო ნათელია…

ელენე ხაჭაპურიძე

მარიამ ნიკურაძე

ორი მარტივი სიტყვის – სახის (face) და წიგნის (book) – ასევე მარტივი სიტყვათშეთანხმებაა ის სოციალური ქსელი, რომელიც ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს. მისი შემქმნელი მარკ ცუკერბერგია,  2010 წლის ადამიანად წოდებული, რომელმაც 26 წლისამ საკუთარ თავზე ფილმის ნახვაც შეძლო და რამდენიმე მილიარდიანი კაპიტალის დაგროვებაც.

მომხმარებელთა რაოდენობით „facebook”-ი ლიდერია სხვა სოციალურ ქსელებთან მიმართებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის აპრილის მონაცემებით, „facebook”-ს 340,800 მომხმარებელი ჰყავს.  მის რეიტინგს სწორედ მომხმარებლები ქმნიან, რომელთა ცხოვრებაში მარკ ცუკერბერგის გამოგონებას სხვადასხვა ადგილი და ისტორია აქვს. Continue reading

July 5, 2011

გმადლობთ, რომ ეწევით!

 დავით გორგილაძე

ვინც მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს თვალ-ყურს ადევნებს, ალბათ, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, კრისტოფერ ბაკლის სახელიც სმენია.  1994 წელს ბაკლიმ დაწერა რომანი აშშ-ს თამბაქოს კვლევის აკადემიის შესახებ, რომელსაც ავტორისთვის დამახასიათებელი – მოქნილი და იუმორშეზავებული სათაური აქვს: „გმადლობთ, რომ ეწევით“ (Thank you for smoking). Continue reading

July 5, 2011

ვინ უდარაჯებს დარაჯებს

როგორ ითვლება კორუფციის აღქმის ინდექსი

მარიამ ნიკურაძე

 http://transparensy.ge

არასამთავრობო ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობა(Transparency International) მსოფლიო ბანკის ყოფილმა დირექტორმა, პეტრე ანჰეიმმა, 1993 წელს დაარსა ბერლინში. ორგანიზაცია 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ქვეყნებში კორუფციის აღქმის ინდექს (Corruption Perceptions Index). ინდექსი დღეისათვის 180-მდე ქვეყანას აფასებს და შედეგებზე დაყრდნობით გამოავლენსგამარჯვებულსადადამარცხებულს”.  Continue reading

July 5, 2011

პოტენციური დედები

– გამარჯობა

– სახელი, გვარი.

– მარგო  ჯაფარიძე.

– მარგო?

– მარგალიტა ჯაფარიძე.

დავთარში ინიშნავს. წითურია წითელპომადიანი, ხელზე სამი ოქროს ბეჭედი   უკეთია, ზოგან თვლიანი. Continue reading

July 4, 2011

მენტალური იზოლაციის შედეგები

ელენე ხაჭაპურიძე

მარიამ ნიკურაძე

წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც ფანჯრებზე გისოსებია. ამ ოთახში კი ფსიქიკური აშლილობით პაციენტი მკურნალობს. მკურნალ ექიმსაც დროის მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება გისოსებიან სივრცეში უხდება. სწორედ ასეთი დეტალებით ფსიქიატრიული საავადმყოფო  შეიძლება, იქცეს ციხედ.

ფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ წარმომადგენელი ნანა ზავრადაშვილი მიიჩნევს, რომ ციხის აზროვნება  ასეთ პირობებში ეტაპობრივად ყალიბდება: „როცა ორივენი ვსხედვართ გისოსებში, მეც და პაციენტიც დათრგუნულები ვართ, მას ჰგონია, რომ მისი თავისუფლება შეზღუდეს და მკურნალიც ციხის ზედამხედველის როლს ირგებს.“

Continue reading

July 4, 2011

სიძულვილის ენა

უნდა ისჯებოდნენ თუ არა ადამიანები საკუთარი გამონათქვამებისთვის?

თიკო ცერცვაძე

ელენე ხაჭაპურიძე

„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ გუნდები მორიგი საკონკურსო ტურისთვის ემზადებიან.  „კითხვა-პასუხის“ ტური წამყვანის დასმულ  შეკითხვაზე სასაცილო პასუხის გაცემას გულისხმობს. დარბაზში ისმის შეკითხვა:  „რა არის ჰიტლერის ყველაზე დიდი ღირსება?“. გუნდ „კოზა ნოსტრას“ პასუხი: „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“.  ხუმრობას მაყურებლების ოვაცია მოჰყვა, ჟიურიმ კი შეფასებები დაწერა.

სახალხო დამცველის აპარატმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეს ხუმრობა გააპროტესტა და მას სიძულვილის ენის კვალიფიკაცია მიანიჭა. გუნდმა „კოზა ნოსტრამ“ ბოდიში მოიხადა. Continue reading

July 4, 2011

“წითელი არქივი”

მარგო ჯაფარიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში, პირველ სართულზე მდებარეობს. მას დღეში საშუალოდ ორი-სამი ადამიანი აკითხავს.

 როგორც სამმართველოს უფროსი, ომარ თუშურაშვილი აღნიშნავს, არქივის მიმართ ინტერესი მოსალოდნელზე ნაკლებია: „სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ უცხოელები უფრო ხშირად მოგვმართავენ, აინტერსებთ საჭოთა ისტორია. ქართველებს ჰგონიათ, ალბათ, რომ ყველაფერი შეისწავლეს. არადა არქივის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, მთლიანად შეუსწავლელია. ჯერ ერთი, რომ ამ საქმეებს ადრე არავინ განახებდათ, მეორეც რომ,  საძიებო სისტემა არ იყო გამართული. თუ, ვთქვათ, გერმანელები ინტერესდებიან და თითოეულ აბზაცს იკვლევენ, ხომ შეუძლიათ ჩვენს მეცნიერებსაც, რომ იგივე გააკეთონ?!“ Continue reading