სოციალური თერაპიის სახლიდან

მარიამ ნიკურაძე

თიკო ცერცვაძე

„სამყარო, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ,

სადაც პატივს სცემენ და იცავენ ერთამენთს,

სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან“

„კავშირი ადამინებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.

ამ ოჯახს 47 წევრი ჰყავს. საღამოს 5-ის ნახევარზე მიდიან და სახლში დილას 10-ის ნახევარზე ბრუნდებიან. ყველას თავისი ჰობი აქვს, განსაკუთრებული უნარი ან უბრალოდ საყვარელი საქმე, რომელიც ეხერხებათ და სიამოვნებით აკეთებენ. ამის მიხედვით, სახლში რამენიმე სახელოსნოა: კრეატიული სახელოსნო, საქსოვი, სადურგლო და სხვა.

ეს ნახატები ერთ-ერთ სახელოსნოში შეიქმნა. აქ დღეს ექვსი ადამიანი მუშაობს. ნახატებს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ერთი ადამიანი არ ქმნის.. თითოეული ნახატის შექმნაში ექვსივე წევრი მონაწილეობს. ერთად ხატავენ, აჯერებენ თავის იდეებსა და სხვადასხვა შთაბეჭდილებეს. უმეტესწილად თემა თავისუფალია, თუმცა ხანდახან დავალებებსაც იღებენ.

მაგდა. განსხვავებული ფიქრები აქვს. გიყურებს, გისმენს. მერე თავისი ფიქრების ჯაჭვს გაყოლილი უცნაურ კითხვას დაგისვამს და ყურადღებით ელოდება პასუხს. დედასთან ერთად ცხოვრობს. ძალიან უყვარს სერიალების ყურება, იქაურ ცხოვრებაში მთლიანად ჩართულია. მოუთმენლად ელის მომდევნო სერიებს, რადგანაც, რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს.

შოკო სამხატვრო სახელოსნოს ხელმძღვანელია. უკვე 16 წელია, აქ მუშაობს. როგორც ამბობს, მარტვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა მაშინ, როცა მიხვდები, რომ ისინი შენგან არაფრით განსხვავდებიან და უფრო მეტიც, შენზე მაღლა დგანან. თუნდაც იმით, რომ მათ განსაკუთრებულად უყვართ და ამ სითბოს ყველა სხვადასხვანაირად, მაგრამ ღიად გამოხატავს.

ლევანს დღეს განსაკუთრებული დავალება აქვს. ქაღალდებს პატარ-პატარა ნაგლეჯებად ჭრის შემდეგი გადამუშავებისთვის. აქ მინისტამბა და საამკინძაოც არის. სხვადასხვა შეკვეთებს იღებენ. დღეს დატვირთული დღეა, დიდი შეკვეთა აქვთ, ამიტომაც სხვადსხვა სახელოსნოები მინისტამბის მომუშავეებს ეხმარებიან წიგნების აწყობა-დახარისხებაში.

სანთლების სახელოსნოში ვართ. აქაც თავისი ჩვეული საქმის ნაცვლად დღეს სტამბას ეხმარებიან. ვახოს დაბადების დღე აქვს. 47 წლის გახდება ზუსტად სამ საათზე. ამ სახლში ყველაზე უფროსია. ფოტოები ჰყვარებია. ინტერესით დაათვალიერა ჩემს კამერაში ფოტოები და თანაც აპარატის მონაცემებს მეკითხებოდა.  ამ სახელოსნოს სხვა წევრებიც:

ეს ოთახები ელენემ დაგვათვალიერებინა. ის სამზარეულოში მუშაობს, რომლის ხელმძღვანელიც მაგდას დედაა. ელენეს უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და, თურმე, ოჯახშიც ეხმარება დედას საჭმელების მომზადებაში.

ლურჯი მაისური აცვია. გოგონები მასთან ერთად მუშაობენ სამზარეულოში. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე სწორედ ელენემ დატოვა. ყველაზე მხიარული და ცნობისმოყვარეა, თანაც კეთილი და ყურადღებიანი. თავისი მეგობრები გაგვაცნო. ძალიან გაუხარდა ჩვენი მისვლა და მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო. ქაღალდის გადამამუშავებელ სახელოსნომდეც მიგვაცილა.

აქ განსაკუთრებულად საინტერესო საქმიანობით არიან დაკავებულნი. გადამუშავებული ქაღალდისაგან ახალ ქაღალდებს აკეთებენ, რომლებსაც დეკორატიულად აფორმებენ თავისი ფანტაზიით. ასევე ამზადებენ ჩანთებს, ლარნაკებსა და სხვა ნივთებს. რაც სახლის ყველაზე უმცროსი წევრის, თაზოს, საქმეა. ეს  კი მისი სამუშაო კუთხე:

ერთი წელია, რაც აქ დადის. ის გადამუშავებული ქაღალდისგან ძერწავს ასეთ კონტეინერებს, მერე აშრობს, რასაც თურმე ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ქაღალდი გაშრეს და გამაგრდეს. შემდეგ უკვე სხვა წევრებთან ერთად საღებავებითა და ფერადი ქაღალდებით აფორმებს ამ ნივთებს და ბოლოს გამოფენებზე ყიდიან. შეკვეთები ძალიან ბევრი აქვს. უყვარს თავისი საქმიანობა. დიდხანს გვესაუბრება თავის დღის წესრიგზე. 17 წლისაა.

ბოლოს სტამბა და საამკინძავო სახელოსნო მოვინახულეთ. ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ არიან შემომსხდარნი. წინ ფურცლების დასტა უდევთ და ახარისხებენ.

შეკვეთების გარდა თვითონაც უშვებენ რვეულებსა და ბლოკნოტებს, რომლებსაც თავისი გემოვნებით აფორმებენ.

დღეს მათი ნამუშევრების დიდი გამოფენა მოეწყო.

Leave a comment